ახალი ამბები

დმიტრი ფედოტოვი აფხაზეთში „Россотрудничество“-ს ახალი წარმომადგენელი იქნება

2022 / 06 / 03

აფხაზეთში „Россотрудничество“-ს ახალი წარმომადგენელი ეყოლება. დმიტრი ფედოტოვი მოვალეობის შესრულებას 6 ივნისიდან შეუდგება. ამის შესახებ განაცხადა სოხუმში „რუსული სახლის“ უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილ მასაევმა.

ფედოტოვი მანამდე „Россотрудничество“-ს უფროსის მრჩევლად მუშაობდა. „Россотрудничество“-ს წარმომადგენლობა აფხაზეთში 2009 წლიდან მუშაობს. მისი ბოლო ხელმძღვანელი ვადიმ ჩეხა იყო, რომელმაც თანამდებობა 2021 წლის შემოდგომაზე დატოვა.

Go BackGo Back