ახალი ამბები

გაგლოევის შეხვედრა რუსეთის ეკონომიკის მინისტრთან

2022 / 06 / 14

14 ივნისს მოსკოვში ვიზიტად მყოფი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვს შეხვდა.

რეშეტნიკოვის  განცხადებით, „ბოლო 13 წლის განმავლობაში შესრულდა საკვანძო ამოცანა - გაიზარდა „საბიუჯეტო სფეროს“ თანამშრომლების ხელფასები. ბოლო 6 წლის განმავლობაში მასწავლებლების, ექიმების, „საჯარო მოხელეების“ ხელფასი ორჯერ გაიზარდა. 2012 წლიდან საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აშენდა 300 კმ სიგრძის გზა, 18 საბაშვო ბაღი და სკოლა. ცხინვალში გაიხსნა თანამედროვე სამედიცინო კლასტერი, აღდგა „სახელმწიფო უნივერსიტეტი“. 2011 წელს გაიხსნა სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი. მინისტრის განცხადებით, როდესაც სოციალურ სფეროში გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია, აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვა. 2022-2025 წლების საინვესტიციო პროგრამაში კი სწორედ ეს მიზნები იქნება ჩადებული“.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ცხინვალს მალე ესტუმრება რუსეთის დელეგაცია  მინისტრის მოადგილის, დმიტრი ვოლვაჩის ხელმძღვანელობით. ვოლვაჩის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში დე ფაქტო ხელისუფლების დახმარება.

Go BackGo Back