ახალი ამბები

ცხინვალში საბჭოთა ფილმების ჩვენება გაიმართება

2022 / 07 / 05

ქ. ცხინვალში, ღია ცის ქვეშ საბჭოთა ფილმების ჩვენება გაიმართება. პროექტი 8 ივლისს, 19:00 საათზე დაიწყება. ფილმების ჩვენება კვირაში ორჯერ - სამშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება.

ეკრანები განთავსებული იქნება თეატრალურ მოედანზე, სადაც ბევრი ახალგაზრდა იყრის ხოლმე თავს. საერთო ჯამში, ფილმების ნახვა ერთდროულად 70-მდე სტუმარს შეეძლება.

ფილმების ჩვენება ქორეოგრაფიული ანსამბლის, „Ирон хъазт“-ის საკონცერტო გამოსვლების ნაცვლად მოეწყობა. მათი კონცერტები უკრაინაში რუსეთის „სპეციალურ ოპერაციასთან“ დაკავშირებით გადაიდო.

Go BackGo Back