ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონის ხუთი მოსწავლე რუსული პროექტის ფინალშია

2022 / 07 / 08

ცხინვალის რეგიონის ხუთი მოსწავლე საყოველთაო რუსული კონკურსის, „დიდი ცვლილების“ ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ჯილდოს სახით ისინი 13 ივლისს „არტეკის“ ბანაკში გაემგზავრებიან. ამის შესახებ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის თანამშრომელმა განაცხადა.

პროექტის პრეზენტაცია აპრილში გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში მონაწილეობის დიდი ინტერესი გამოთქვეს. საბოლოოდ, გიმნაზია „ალბიონის“, მე-2 საშუალო სკოლისა და ჯავის საშუალო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს, საერთო ჯამში - ხუთმა მოსწავლემ.

„დიდი ცვლილება“ ყველაზე მასშტაბური რუსული კონკურსია, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები მონაწილეობენ. კონკურსი 2020 წლიდან იმართება. მისი ორგანიზატორი საპრეზიდენტო პლატფორმა „რუსეთი - შესაძლებლობების ქვეყანა“ გახლავთ.

Go BackGo Back