8 ივლისს ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის მორიგი კონკურსი დასრულდა.
კონკურსი „ოჯახის გარემოცვაში“ ოჯახის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. ორგანიზატორები იყვნენ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობა და განათლების „სამინისტრო“. მონაწილეობის მიღება 4-13 წლისა და 14-18 წლის ახალგაზრდებს შეეძლოთ. პროექტში, საერთო ჯამში, 120-მა პირმა მიიღო მონაწილეობა.
გამოვლინდა 20 გამარჯვებული. მათ შეეძლებათ მონაწილეობის მიღება კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში „გამარჯობა, რუსეთო!“