ახალი ამბები

ინალ არძინბა დმიტრი ფედოტოვს შეხვდა

2022 / 07 / 11

8 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელს დმიტრი ფედოტოვს შეხვდა.

შეხვედრის შედეგად შეთანხმდნენ, რომ რუსეთში უმაღლესი განათლების მიღების მსურველი აფხაზი აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო კვოტების რაოდენობა გაიზრდება. ისაუბრეს ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სპორტი, კულტურა, ახალგაზრდა ლიდერების მხარდაჭერა და სხვ.

ფედოტოვთან შეხვედრის შემდეგ, არძინბა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ თავმჯდომარეს, ევგენი პრიმაკოვს ესაუბრა და მასთან ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილა.

Go BackGo Back