ახალი ამბები

ცხინვალში პროექტი „ფილმები ღია ცის ქვეშ“ დაიწყო

2022 / 07 / 11

ქ. ცხინვალში, თეატრალურ მოედანზე პროექტი „ფილმები ღია ცის ქვეშ“ ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორი ქალაქის დე ფაქტო მერიის კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამმართველო იყო.

პირველ ჩვენებაზე საბჭოური ფილმი „ოფიცრები“ გაუშვეს. კინოჩვენებას ასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მოგვიანებით კი ასევე საბჭოური მულტფილმი „აბა, დამაცადე!“ გაუშვეს. სამომავლოდ ფრანგული, იტალიური და ინდური ფილმების ჩვენებაც იგეგმება.

კინოჩვენება კვირაში ორჯერ შედგება. ფილმებისა და მულტფილმების სათაურების შესახებ ინფორმაცია ქალაქის „ადმინისტრაციის“ ვებგვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.

Go BackGo Back