ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სატანკო ეკიპაჟი 4 აგვისტოს მოსკოვში საერთაშორისო შეჯიბრის - არმიის საერთაშორისო თამაშები - 2022 (АрМИ-2022) „სატანკო ბიატლონში“ მიიღებს მონაწილეობას.
„სატანკო ბიატლონი“ რიგით მე-8 „არმიის საერთაშორისო თამაშების“ ერთ-ერთი კონკურსია, რომელშიც რეგიონის ტანკისტები უკვე მესამედ მონაწილეობენ.
ეკიპაჟს ე.წ. თავდაცვის მინისტრი ვლადიმერ პუხაევი შეხვდა, გაამხნევა და წარმატება უსურვა.
სატანკო ეკიპაჟი საგანგებო წვრთნას გადიოდა საცეცხლე მომზადებაში, სატანკო ეკიპაჟის სამეთაურო მოქმედებების ელემენტების შემუშავებასა და საბრძოლო მანქანების მართვაში სხვადასხვა დაბრკოლებების გადალახვით.