„არმია-2022“ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმია, რომელიც უკვე მერვე წელია იმართება.
წლევანდელი ფორუმი 19-21 აგვისტოს პერიოდში რუსეთის ფედერაციის მასშტაბით 16 ადგილას გაიმართება, ასევე სომხეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ბაზებზეც.
აფხაზეთის ტერიტორიაზე ფორუმის ღონისძიებები დაგეგმილია გუდაუთაში, ცხინვალის რეგიონში კი - ცხინვალში.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს ქალაქების ისტორიული მოვლენების გაცოცხლებას, სევასტოპოლში ახალგაზრდული არმიის რაზმ „სოვრემენნიკის“ წარმოდგენას, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის სტატიკური ჩვენების ობიექტებზე წარდგენასა და სხვა.