ახალი ამბები

აფხაზეთის „ჯანდაცვის სამინისტრომ“ რუსეთთან მემორანდუმი გააფორმა

2022 / 09 / 16

აფხაზეთის „ჯანდაცვის სამინისტროსა“ და რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურს შორის „თანამშრომლობის მემორანდუმი“ გაფორმდა.

სანიტარული და ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის „მემორანდუმს“ ხელი მოსკოვში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მოაწერეს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის დაარსებიდან 100 წლისთავს ეძღვნებოდა. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მიწვეული იყო აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუთბა.

Go BackGo Back