ახალი ამბები

ინალ არძინბა სერგეი ლავროვს შეხვდა

2022 / 09 / 27

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმაგი მოქალაქეობის საკითხის დარეგულირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. უახლოეს პერიოდში დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებიისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდება.

შეხვედრის დროს არძინბამ ლავროვს აფხაზური ნაციონალური ტანსაცმელი აჩუქა.

მათი ბოლო პირისპირ შეხვედრა გასული წლის დეკემბერში იყო.

Go BackGo Back