ახალი ამბები

ბელარუსის პრეზიდენტის მოულოდნელი ვიზიტი აფხაზეთში

2022 / 09 / 28

დღეს, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსადრე ლუკაშენკო მოულოდნელად ეწვია აფხაზეთს. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკზე“ უმასპინძლა სტუმარს.

ბჟანიამ გაიხსენა, რომ 1996 წლის იანვარში ლუკაშენკომ დსთ-ის ქვეყნების სამიტზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესება უარყოფითად შეაფასა.

ლუკაშენკოს განცხადებით, იგი ბოლოს აფხაზეთში 25 ან 27 წლის წინათ იმყოფებოდა, როდესაც პარლამენტის რიგითი წევრი იყო. მისი თქმით, მან წინა დღით, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხიც განიხილა და შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება და მას უნდა დაეხმარონ.

ლუკაშენკოს თქმით, მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება.

ლუკაშენკომ აფხაზეთი დღესვე დატოვა.

Go BackGo Back