მოსკოვში გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის - ახსარ ჯიოევის შეხვედრა. მოლაპარაკების დროს ურთიერთანამშრობლობის სხვადასხვა ასპექტები და შემდგომი პერსპექტივები განიხილეს.
ლავროვის განცხადების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის მოწვევით, ამჟამად მზადდება რუსეთში დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი. მან ასევე მადლობა გადაუხადა ჯიოევს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციისადმი ობიექტური, მოზომილი პოზიციისათვის, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქში ჩატარებული რეფერენდუმის მხარდაჭერისათვის.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში და აღინიშნა რუსეთის სამხედრო ბაზების მნიშვნელობა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ასევე, ლავროვმა აღნიშნა რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამა, მისი პერსპექტივები და ჯანდაცვის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის, რაც, ლავროვის თქმით, განაგრძნობს განვითარებას.