აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. არძინბა გეგმავს შეხვედრას რუსეთის სხვადასხვა უწყებათა წარმომადგენლებთან რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის ურთიერთთანამშრომლობის განსახილველად.
არძინბამ უკვე გამართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის დირექტორთან, „რუსეთი - შესაძლებლობების ქვეყანას“ გენერალურ დირექტორთან, ალექსეი კომისაროვთან. ამ ორგანიზაციასა და ინალ არძინბას მიერ დაარსებულ პლატფორმას - „აფხაზეთის მომავალი“ შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება, რაც ითვალისწინებს დე ფაქტო რესპუბლიკაში მცხოვრები ახალგაზრდების სტაჟირებას, სწავლებას რუსეთის დაწესებულებებში და კონკურსის „აფხაზეთის სიამაყის“ მხარდაჭერას.
შეგახსენებთ, რომ „რუსეთი-შესაძლებლობების ქვეყანა“ არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. პლატფორმა აერთიანებს 26 კონკურსს, პროექტსა და ოლიმპიადას. არძინბასა და კომისაროვის შეხვედრა 2022 წლის აგვისტოშიც შედგა და იმ შეხვედრაზე „მხარეებმა“ დააანონსეს 2022 წელს სწორედ ამ შეთანხმების ხელმოწერა.