რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრ ნოვაკი შეხვდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარეს, რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის „სამთავრობათაშორისო“ კომისიის თანათავმჯდომარეს - კონსტანტინ ჯუსოევს. ნოვაკი კომისიის თანათავჯდომარედ, რუსეთის მხრიდან, გასულ კვირას დაინიშნა.
შეხვედრაზე განიხილეს ინვესტიციების, ჯანდაცვის, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრის შედეგად, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ „სამთავრობათაშორისო“ კომისიის შეხვედრა 2023 წლის იანვარში მოსკოვში ჩატარდება.