ახალი ამბები

რუსეთმა ცხინვალში კადეტთა სკოლას სახელმძღვანელოები აჩუქა

2022 / 11 / 11

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „საელჩომ“ და დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურმა სააგენტომ („რუსული სახლი“) ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ კადეტთა სკოლას 1000 სახელმძღვანელოზე მეტი გადასცეს.

სერგეი სკვორცოვის, ცხინვალის რეგიონში „რუსული სახლის“  წარმომადგენლობის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი ახლა განიცდის რთულ პერიოდს და მიუხედავად ტექნიკის სრულყოფილებისა, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანურ რესურსზე. სკვორცოვის თქმით, ამ სკოლაში ბევრი მომავალი ოფიცერი სწავლობს, ბევრი მათგანი თავის ცხოვრებას სამხედრო კარიერას მიუძღვნის და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სახელმძღვანელოები, პირველ რიგში, კადეტთა სკოლას გადაეცა.

სკვორცოვმა დასძინა, რომ აღნიშნული მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება და, სკოლასთან ერთად, მათ უკვე მიმართეს საერთაშორისო ასოციაციას - „კადეტთა საძმო“ მომავალი ურთიერთთანამშრომლობისათვის.

Go BackGo Back