ახალი ამბები

სერგეი ლავროვის განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

2023 / 01 / 18

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოზე, მის პოზიციაზე რუსეთისადმი სანქციების დაწესების საკითხზე და, მათ შორის, ოკუპირებულ რეგიონებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.

ლავროვის განცხადებით, რუსეთი „მხარს უჭერს, რომ აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა მოაგვარონ ურთიერთობა საქართველოსთან“. მისი თქმით, დიალოგის წარსამართად არსებობს მექანიზმები, რომელშიც რუსეთიც იღებს მონაწილეობას.

Go BackGo Back