ახალი ამბები

რუსი დეპუტატები ცხინვალის „არჩევნებს“ აკვირდებიან

2019 / 06 / 09

2019 წლის 9 ივნისს ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელსაც არაღიარებული რესპუბლიკებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით დაესწრნენ. სტუმრებს რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვიც შეხვდა.

არალეგიტიმურ არჩევნებზე დასაკვირვებლად ცხინვალში ჩავიდნენ დონეცკის ე.წ. სახალხო რესპულიკის, დნესტრისპირეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და ნიკარაგუას წარმომადგენლებიც. რუსეთიდან წარმომადგენლები გააგზავნა სახელმწიფო დუმამ და ფედერაციის საბჭომ. ფედერაციის საბჭოს წარმოადგენდა დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო  საქმეთა კომიტეტის წევრი, სერგეი ცეკოვი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი ოლგა კავიტიდი.

სახელმწიფო დუმის დელეგაციას წარმოადგენდნენ ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი იური სმირნოვი და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი ყაზბეგ ტაისაევი.

 

 

Go BackGo Back