ახალი ამბები

„რუსული სახლის“ საჩუქარი „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“

2023 / 01 / 26

დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურმა სააგენტომ („რუსული სახლი“) „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ გადასცა 7000 - მდე სახელმძღვანელო.

ცხინვალის რეგიონში „რუსული სახლის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სერგეი სკვორცოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო პროგრამის - „განათლების განვითარება“ ფარგლებში გადაცემული სახელმძღვანელოები ცხინვალის რეგიონში რუსული ენის პოპულარიცაზიას შეუწყობს ხელს.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 11 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „საელჩომ“ და  „რუსულმა სახლმა“ ოკუპირებულ ცხინვალში არსებულ კადეტთა სკოლას 1000 სახელმძღვანელოზე მეტი გადასცეს, რა დროსაც სკვორცოვმა აღნიშნა, რომ აღნიშნული მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდებოდა.

Go BackGo Back