აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ედგარ გვაზავას ახალი, საავტორო პროექტის - „მულტიპოლარულობა“ ფარგლებში, პირველი ინტერვიუ ევგენი პრიმაკოვთან შედგა. პრიმაკოვი დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) თავმჯდომარეა და რუსეთის "რბილი ძალის" განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.
პრიმაკოვის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში „რუსულ სახლს“ კარგი ურთიერთობა აქვს დე ფაქტო მთავრობასთან, აკადემიურ საზოგადოებასთან და იმ თანამემამულეებთან, რომლებიც ცხოვრობენ დე ფაქტო რესპუბლიკაში. სააგენტო თანამშრომლობს სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, არასამთავრობო სექტორთან და მათთან ერთად მუშაობს სხვადასხვა თემატიკაზე.
პრიმაკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ინტერესია სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთში იყოს მშვიდობა და მიეცეთ „ქვეყნებს“ სუვერენული თვითგანვითარების საშუალება.