აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს („რუსული სახლი“) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, დმიტრი ფედოტოვის განცხადებით, 2023- 2024 სასწავლო წელს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის 110 ადგილი გამოიყო.
გარდა ამისა, 14 ადგილი გამოყოფილია მე-9 კლასელებისთვის, ვისაც სურს რუსეთის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის გაგრძელება.
ფედოტოვის განცხადებით, ყველაზე პოპულარული დარგებია მედიცინა, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა და შემოქმედებითი სპეციალობები. ახალი სასწავლო წლის კვოტით გათვალისწინებული 32 ადგილი დაეთმო ისეთ ახალ დარგებს, როგორიცაა: საინფორმაციო ტექნოლოგიები, რობოტექნიკა და სამოქალაქო ავიაცია.