ახალი ამბები

„რუსული სახლის“ მორიგი საჩუქარი

2023 / 01 / 31

დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტომ („რუსული სახლი“) ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საბიბლიოთეკო ფონდს გადასცა 20 ათასი სახელმძღვანელო. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „რუსული სახლის“ ხელმძღვანელის, სერგეი სკვორცოვის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება რუსეთის სახელმწიფო პროგრამის - „განათლების განვითარება“ მორიგი ეტაპია.

სკვორცოვმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად გრძელდება მუშაობა იმ საკითხზე, რათა დე ფაქტო სამინისტროებს მიეწოდოთ სხვადასხვა ლიტერატურა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში „რუსულმა სახლმა“ დე ფაქტო კულტურის სამინისტროს 4 ათასი წიგნი, ხოლო „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ 7 ათასი სახელმძღვანელო უკვე გადასცა.

Go BackGo Back