აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ მონაწილეობა მიიღო პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმ-2019-ის პლენარულ სხდომაში, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა გახსნა. ფორუმის ფარგლებში ბგანბა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერ ვიტალი მუტკოს, ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკსა და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის მ.შ. ალექსანდრ ბეგლოვსაც შეხვდა.
ფორუმის ფარგლებში ბგანბა ასევე შეხვდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა მინისტრს, სერგეი ჩებოტარევს. შეხვედრაზე აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფორმირების საკითხები განიხილეს. პროგრამა აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 შეხვედრაზე უნდა დაამტკიცონ.