ახალი ამბები

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის და რუსეთის ბავშვთა ომბუდმსმენების შეხვედრა

2023 / 03 / 08

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ბავშვთა ომბუდსმენი, მაკტინა ჯინჯოლია შეხვდა რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენს მარია ლვოვა-ბელოვას. შეხვედრაზე 2023 წლის გეგმები და დე ფაქტო რესპუბლიკაში არასრულწლოვანთა უფლებები განიხილეს.

შეხვედრის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ არასრულწლოვნებისთვის სოციალურ-სარეაბილიტაციო ცენტრის დაარსებაზე, საკოორდინაციო, საერთო ჯგუფის შექმნაზე, ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოძიებაზე ბავშვთა ჯანდაცვის სექტორის პრობლემების მოსაგვარებლად და ონლაინ-კონფერენციის ჩატარებაზე - „სახიფათო ონლაინ რესურსები“.

Go BackGo Back