ახალი ამბები

სერგეი ლავროვისა და ალან გაგლოევის სატელეფონო ზარი

2023 / 03 / 21

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პრეს-სამსახურის განცხადებით, გაიმართა სატელეფონო ზარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და ალან გაგლოევს შორის.

საუბრისას გაგლოევმა მიულოცა ლავროვს დაბადების დღე და დადებითად შეაფასა ურთიერთთანამშრომლობა ორ „რესპუბლიკას“ შორის. გაგლოევმა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად განვითარების იმედი გამოთქვა.

Go BackGo Back