ახალი ამბები

აფხაზეთისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრა

2023 / 03 / 21

რუსეთის უშიშროების საბჭოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბასა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შორის.

23 მარტს მხარეებს შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას უშიშროების საბჭოების აპარატებს შორის 2023-2024 წლებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. 

შამბამ და ნურგალიევმა განიხილეს ეროვნული უსაფრთხოების აქტუალური საკითხები და ასევე, რუსულ-აფხაზური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა.

Go BackGo Back