ახალი ამბები

აფხაზეთისა და რუსეთის უშიშროების საბჭოების 2023-2024 წლების თანამშრომლობის გეგმა

2023 / 03 / 24

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს. შეხვედრაზე მხარეებმა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე ხელი მოეწერა უშიშროების საბჭოების აპარატებს შორის 2023-2024 წლებში თანამშრომლობის გეგმას. შეხვედრას პატრუშევის მოადგილე რაშიდ ნურგალიევიც ესწრებოდა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.

Go BackGo Back