აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რუსეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ბჟანია კავკასიის პირველ საინვესტიციო გამოფენაში მონაწილეობს.
შეხვედრაზე ელექტროენერგეტიკული კომპლექსის განვითარების, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხებიც განიხილეს. შეხვედრაში დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანიც მონაწილეობდა.