9 ოქტომბერს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე, ალან ალბოროვი და რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც „დეპუტატებს უფრო აქტიური დიალოგის საშუალებას მისცემს“.
მემორანდუმი მოიცავს „საპარლამენტთაშორისო“ კომისიის შექმნას, რომლის ფარგლებშიც დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა კომისიის ფარგლებშიც იქნება შესაძლებელი. ალბოროვმა აღნიშნა, რომ მანამდე მხარეები სათანადოდ არ იყენებდნენ ამ ფორმატს, რაც, მისი თქმით, გამოსწორებული იქნება.
შეხვედრის ბოლოს ალბოროვმა დაპატიჟა ვოლოდინი ოკუპირებულ რეგიონში, პასუხად კი ვოლოდინმა დაპატიჟა „კოლეგა“ დუმაში ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც შეეხება პოლიტიკური პარტიებისა და ფრაქციების გავლენას დსთ-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ურთიერთობაზე. კონფერენცია გაიმართება დეკემბერში.