6 მაისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ოლეგ გაგლოევი თავის „კოლეგას“, ანტონ კოტიაკოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის რუსეთის მთავრობის მიერ შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2022-25 წლების პროგრამაში ცვლილების შეტანის პროტოკოლს. ცვლილების თანახმად, ახალი პროტოკოლი ითვალისწინებს რეგიონის „სახელმწიფო და მუნიციპალური“ ცალკეული კატეგორიის თანამშრომლებისთვის ხელფასის ზრდას. კერძოდ, ხელფასი გაეზრდება სამედიცინო პერსონალს, მასწავლებლებს, მეცნიერებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.