31 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი რუსეთის შსს-ს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ე.წ. შსს-ს ეტაპობრივი ტექნიკური აღჭურვის, თანადაფინანსებისა და დე ფაქტო უწყების თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფის საკითხები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ე.წ. ფინანსთა მინისტრი, ვლადიმირ დელბა, ე.წ. შს მინისტრი, რობერტ კიუტი და ანქვაბის თანაშემწე - დმიტრი შამბა.