25 მაისს რუსეთის მთავრობამ რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შესახებ პროტოკოლში ცვლილებები დაამტკიცა.
პროტოკოლში ჩამოთვლილია რუსეთის სამხედრო ობიექტების დისლოცირების ადგილები აფხაზეთში. პროტოკოლი ხელმოსაწერად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნა.