ახალი ამბები

ბჟანიას შეხვედრები რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

2024 / 06 / 13

2024 წლის 13 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რუსეთში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა.

ბჟანია შეხვდა ადმინისტრაციის უფროსს ანტონ ვაინოს და მის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს, რომელიც ოკუპირებული რეგიონების კურატორია. ბჟანიას პრესსამსახურმა შეხვედრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების არსებული მდგომარეობა განიხილეს.

Go BackGo Back