2024 წლის 13 ივნისს, სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს, დიმიტრი ვოლვაჩს შეხვდა, რომელიც ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აფხაზურ-რუსული სამთავრობათაშორისი კომისიის წევრები და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ეკონომიკური განვითარების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ჯანდაცვის, შრომისა და განათლების სამინისტროებიდან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ მიხაილ შურგალინი და აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენელი ზალინა კობესოვაც.
შეხვედრაზე განიხილეს ერთიანი სოციალურ-ეკონომიური სივრცის ფორმირების პროგრამისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობისა და ენერგეტიკის საკითხები.