5-8 ივნისს სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა პეტერბურგის XXVII სერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. ფორუმის მთავარი თემა იყო „მულტიპოლარული მსოფლიოს საფუძვლები - ზრდის ახალი წერტილის ფორმირება“.
ფორუმში მონაწილეობდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, კონსტანტინ ჯუსოევმაც. ფორუმში მონაწილეობას ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლები საერთაშორისო კავშირების განვითარებისა და რუსეთის რეგიონებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის იყენებენ.