ახალი ამბები

შეხვედრა კადიროვთან

2024 / 06 / 08

8 ივნისს, ცხინვალის რეგიონში „საპარლამენტო არჩევნებამდე“ ერთი დღით ადრე, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გროზნოს ესტუმრა.

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა გაგლოევს ცხინვალში ხელოვნების სახლის მშენებლობა დაპირდა. ადრე კადიროვმა ცხინვალს 10 მაღალი გამავლობის ავტომობილი უსახსოვრა და სამხედროებისთვის აღჭურვილობის შესაძენად ფინანსური დახმარება გადასცა. გროზნოში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანიაც იმყოფებოდა.

Go BackGo Back