22 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს მოსკოვში შეხვდა. ნურგალიევი უშიშროების საბჭოში ოკუპირებული რეგიონების კურატორია და ხშირად ხვდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს.
ბჟანიას პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე „უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში აფხაზეთ-რუსეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს“. ნურგალიევთან შეხვედრის შესახებ, როგორც წესი, მსგავსი შინაარსის მოკლე ინფორმაცია ვრცელდება. საინტერესოა, რომ ნურგალიევის შვილი ამჟამად სოხუმის აეროპორტის აღდგენის პროექტს ახორციელებს.