ახალი ამბები

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა

2024 / 07 / 25

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ ტომას ჯიგკაევს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები და ცხინვალში დაგეგმილი სამედიცინო ფორუმის საკითხი განიხილეს. ფორუმი 15-16 სექტემბერს უნდა ჩატარდეს.

შეხვედრაზე რესურსების ეფექტური გამოყენების მიზნით ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის სისტემის ინფორმატიზაციის აუცილებლობის საკითხიც განიხილეს.

Go BackGo Back