ახალი ამბები

ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირება გრძელდება

2024 / 08 / 13

12 აგვისტოს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფების თანათავმჯდომარეები დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დმიტრი ვოლვაჩია.

2020 წლის 12 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შედეგად, აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის საფუძველზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის  ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა დამტკიცდა. ამ პროგრამის მიზანია რუსი კერძო ინვესტორებისთვის, რუსეთის მიერ ინიცირებული ან მხარდაჭერილი ინტეგრაციულ პროცესებისთვის აფხაზეთში ხელსაყრელი პირობების შექმნა.

ამჟამად, „კანონმდებლობების“ ჰარმონიზაცია მიმდინარეობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფა, საპენსიო უზრუნველყოფა, განათლება, ჯანდაცვა, საგადასახადო და საბაჟო რეგულირება, საინვესტიციო და საბანკო სექტორის მუშაობა.

პროგრამის რეალიზება 2025 წელს უნდა დასრულდეს. დე ფაქტო სამინისტროს განცხადებით, პირველ ეტაპზე განსახორციელებელ ღონისძიებებზე მუშაობა ძირითადად, დასრულებულია. 2024 წელს გატარდა 5 ღონისძიება. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სამოქალაქო კოდექსში დაამატეს მეოთხე ნაწილი, რომელიც მოიაზრებს ინტელექტუალური საკუთრების რეგულირებას, აგრეთვე, მიიღეს „კანონი“ მოქალაქეების სოციალური მომსახურების შესახებ. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში, რუსეთსა და დე ფაქტო მთავრობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ორმაგი დაბეგვრის გაუქმების თაობაზე.

Go BackGo Back