ახალი ამბები

აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

2024 / 08 / 20

20 აგვისტოს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სასაზღვრო კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ,  გენერალ-ლეიტენანტმა რაფაელ დაერბაევმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი, სერგეი შჩედრინი წარუდგინა.

ანქვაბმა მადლობა გადაუხადა შჩედრინის წინამორბედს, ანდრეი კუდიმოვს, რომელიც ამ თანამდებობაზე 2021 წლის 21 იანვარს დაინიშნა და ალექსეი ტრუბეცკი შეცვალა. ანქვაბმა ახლადდანიშნულ შჩედრინს ე.წ. საზღვრის დაცვისთვის რუს მესაზღვრეებთან თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა. შეხვედრას დაესწრო აფხაზეთში რუსეთის ელჩი, მიხაილ შურგალინიც.

Go BackGo Back