ახალი ამბები

ასლან ბჟანიას შეხვედრა ალექსანდრ ნოვაკთან

2024 / 08 / 24

მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

ბჟანიას პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობისა და აფხაზეთის ენერგოუზრუნველყოფის საკითხები განიხილეს. ბჟანიას პრესსამსახური, როგორც წესი, მისი მოსკოვში ვიზიტების შესახებ მწირ ინფორმაციას ავრცელებს.

ნოვაკმა ბჟანიას რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების მე-16 წლისთავი მიულოცა.

Go BackGo Back