ახალი ამბები

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი ცხინვალს ეწვია

2024 / 09 / 16

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო 15 სექტემბერს, ორდღიანი სამუშაო ვიზიტით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ეწვია.

16 სექტემბერს მურაშკამ მონაწილეობა მიიღო II საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციაში - „ჯანდაცვის განვითარების პრაქტიკული ასპექტები“. კონფერენციაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრიც მონაწილეობდა. მურაშკომ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთი“ გარდაქმნის პროცესს გადის, სამედიცინო ორგანიზაციები კი უფრო აღჭურვილი და თანამედროვე ხდება. მისი თქმით, „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროსთან ტელესამედიცინო კონსულტაციების ფორმატი გაფართოვდება.

ვიზიტის ფარგლებში მურაშკომ მოინახულა ჯავის რაიონის ცენტრალური საავადმყოფო და ცხინვალში მდებარე „რესპუბლიკური მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი“.

მურაშკო დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევსაც შეხვდა.

Go BackGo Back