ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის რეგიონის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის შეთანხმებას ხელი მოაწერა

2024 / 09 / 19

19 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერის შეთანხმება სახელმწიფო დუმას რატიფიცირებისთვის გადასცა.

შეთანხმებას ხელი ცხინვალში 2023 წლის 23 აგვისტოს მოეწერა. შეთანხმების მიზანია რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა. პუტინის ბრძანებით, შეთანხმების რატიფიცირებისთვის დუმაში მას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, რამილ საიფუტდინოვი წარადგენს.

Go BackGo Back