ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონი სანქტ-პეტერბურგის გაერთიანებული კულტურების მეათე საერთაშორისო ფორუმზე

2024 / 09 / 19

2024 წლის 11-14 სექტემბერს სანქტ-პეტერბურგში გაერთიანებული კულტურების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. კულტურის მინისტრმა, რადა ძაგოევამაც მიიღო მონაწილეობა.

გარდა დე ფაქტო რესპუბლიკისა, ფორუმს 79 ქვეყნის დელეგაცია დაესწრო, თავად ძაგოევა კი ფორუმზე რუსეთის კულტურის მინისტრმა, ოლგა ლუბიმოვამ დაპატიჟა.

ფორუმი სიტყვით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გახსნა, რომელმაც კულტურისა და ტრადიციული ღირებულებების შესახებ ილაპარაკა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ძაგოევა ლუბიმოვასაც შეხვდა.

Go BackGo Back