ახალი ამბები

ალან გაგლოევი ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა

2024 / 09 / 25

25 სექტემბერს მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

შეხვედრაზე განიხილებოდა დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

ნოვაკის თქმით, რუსეთი აქტიურადაა ჩართული ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებში, ენერგორესურსებით უზრუნველყოფაში და სოციალური და საინვესტიციო პროგრამების რეალიზებაში. შეხვედრაზე განიხილებოდა ზამთრის პერიოდში რუსეთიდან რეგიონში ნავთობპროდუქტებისა და ელექტროენერგიის მიწოდების საკითხიც.

Go BackGo Back