26 სექტემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
ცხინვალის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა 2030 წლამდე ოკუპირებული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებას.
25 სექტემბერს გაგლოევი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა.