ახალი ამბები

დე ფაქტო პარლამენტში ვლადისლავ კულიკოვს უმასპინძლეს

2024 / 09 / 27

26 სექტემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ლაშა აშუბა აფხაზეთში დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ვლადისლავ კულიკოვს შეხვდა. კულიკოვი წარმომადგენლობის ხელმძღვანელად სექტემბრის დასაწყისში დაინიშნა.

შეხვედრაში კულტურის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის ე.წ. საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე, ვენორი ბებიაც მონაწილეობდა. შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობაში არსებული განათლების, სპორტისა და კულტურის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული განხილვის საგანი იყო რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზი აბიტურიენტებისთვის კვოტების გამოყოფის საკითხი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს განათლების სფეროში „კანონმდებლობის“ შემუშავებისა და ახალგაზრდული და კულტურული ინიციატივების მხარდაჭერის საკითხებიც.

კულიკოვის უწყება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის „რბილი ძალის“ ინსტრუმენტია.

Go BackGo Back