24-26 სექტემბერს ცხინვალში „სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის სადემარკაციო კომისიის“ რიგით მეათე შეხვედრა გაიმართა.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერთობლივმა კომისიამ გააგრძელა მუშაობა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის საერთაშორისო-სამართლებრივი დადგენის“ მიმართულებით. „სახელმწიფო საზღვარში“ იგულისხმება საქართველო-რუსეთის საზღვარი, რომელსაც ვერ აკონტროლებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.
კომისიის შემდგომი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.