1 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს, რუსეთის კომუნისტური პარტიის ფრაქციის წევრს, ანასტასია უდალცოვას შეხვდა.
შეხვედრაზე რუსულ-აფხაზური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლაშა ავიძბაც ესწრებოდა.