ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 15 ოქტომბერს ვიზიტის ფარგლებში გაგლოევი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა. ნურგალიევი საბჭოში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.
შეხვედრაზე განიხილებოდა დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხი, შეხვედრის სხვა დეტალები კი მედიაში არ გაჟღერებულა.